გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 სექტემბერი 2019

გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა. ინფორმაცია დაადასტურა არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ:

"პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე Gგიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას - 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!

ესეც, ასე! დავიწყეთ"- წერს გვარამია.

როგორც ირკვევა, გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, 2 500 ლარი გადაიხადა.

გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია