გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2020 ის პოლიტიკური პერსპექტივები ჯერჯერობით უაღრესად ბუნდოვანია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2019

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული "გავრილოვის ღამიდან" სამი თვის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ ფაართომასშტაბიან აქციას აფასებს და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს: 

"შეგნებულად შევყოვნდი რამდენიმე დღით, რათა ემოციური ფონი დამეძლია და ისე შემეფასებინა 20 სექტემბრის აქცია.
20 ივნისს დაწყებული მძლავრი სამოქალაქო მოძრაობა ძალებს იკრებს და ლოგიკური მიმართულებით აგრძელებს განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრულად დაუჭირეს მხარი მიტინგს და მიუხედავად გამუდმებული "ეჭვიანობისა" , პირდაპირ და ირიბად აღნიშნეს რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციისაკენ მიმართული ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთაველზე გადის. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ ზეპარტიული სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობა, მით უფრო ნათელი გახდება სახლში დარჩენილი პასიური ამომრჩევლებისათვის, რა სავალალო დღეშია სახელმწიფო და მით უფრო დაიხვეწება და კონკრეტული გახდება მოძრაობის მანიფესტიც. მოძრაობა "სირცხვილია" , "მთავარ არხთან" ერთად ამჟამად ყველაზე მძლავრი იარაღია ოლიგარქის წინააღმდეგ.
გულახდილად რომ ვთქვათ, როგორც საქართველოს სახელმწიფო არის ფიქცია, ასევე ქართული პოლიტიკა და მოქალაქეთა კასტა. საბედნიეროდ, არსებობს მოქალაქეთა მოძრაობის ჩანასახი, რომლის დაშლას, გარყვნასა და ცდუნებას ყველანაირად შეეცდება ქართული ოლიგარქიისა და კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის მთელი სპექტრი. ყველა ნორმალური, პატიოსანი ქართველის მთავარი მოვალეობაა სწორედ ამ ზეპარტიული მოქალაქეობრივი მოძრაობის შენარჩუნება.
2020 ის პოლიტიკური პერსპექტივები ჯერჯერობით უაღრესად ბუნდოვანია"...წერს გურული

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია