„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი გაეროში გლობალური დარდებით გამოვიდა და რუსეთი არცერთხელ უხსენებია.
გაკვრით ისაუბრა აგისტოს ომზე, ოკუპაციაზე, მაგრამ ვერ გაბედა ეხსენებინა ოკუპანტის სახელი (რუსეთი მხოლოდ ”რუსი ტურისტების” ზრდის კონტექსტში ახსენა).
წყალწყალა, არაფრისმთქმელი გამოსვლა. იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ სკანდალური არაფერი უთქვამს. დაწერილ ტექსტში ეს საფრთხე ავიცილეთ, აი, ზეპირ კომენტარებში რა მოხდება, არ ვიცით. ჩამოდი ქ-ნო სალომე დროზე.“