შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები დაბა ურეკში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2019

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში, ცაცხვში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში და ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 85,200 ღერი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია