სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2019
მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის სქემით, უფროსი მასწავლებლისთვის სახელფასო დანამატმა 470 ლარი უნდა შეადგინოს; წამყვან მასწავლებელს დანამატის სახით 850 ლარი დაერიცხება; ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს 1150 ლარი. ამავე ბრძანებით, რეგულირდება სრულზე მეტი დატვირთვის მქონე პედაგოგებისთვის კვირის განმავლობაში ჩატარებულ საათებზე დანამატის გაცემის წესი: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო 18 საგაკვეთილო საათს შეადგენს. ის მასწავლებლები კი, რომლებიც კვირაში 19 საგაკვეთილო საათიდან 25-მდე საათს ჩაატარებენ, თითეულ საათზე დანამატს მიიღებენ. დანამატი თითოეულ საგაკვეთილო საათზე შემდეგნაირად იანგარიშება: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო, შეფარდებული სრული დატვირთვის საათების რაოდენობასთან და გამრავლებული საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.ის პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, კლასკომპლექტებს, არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას (როგორც მეორე ენა), დანამატის სახით 141.75 ლარს მიიღებენ. ამავე ოდენობის დანამატს მიიღებენ კლასის დამრიგებლებიც.სახელფასო დანამატებისა და სხვა სახის დანამატებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან, უფროსი მასწავლებლის ხელფასი იქნება 1 011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების - 1435 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლები 1745 ლარს მიიღებენ. პედაგოგების გარდა, შრომითი ანაზღაურება სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ. სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ხელფასს 125 ლარით მეტს აიღებენ.ამავე თემაზე იხილეთ:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია