შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში საფეხმავლო ბილიკზე ამოყრილი ფილები შეაკეთეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2019
თამარ მეფის ქუჩასა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საფეხმავლო ნაწილის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გუშინ, 25 სექტემბერს მოამზადა.მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებული ტროტუარი შეაკეთეს, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ კი, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.მერიის ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და 2020 წლის განმავლობაში, რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების შემდეგ, დანარჩენი ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.„პროექტი უკვე მზადაა და მომდევნო 2020 წელს დაგეგმილია დანარჩენი ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციაც. ამ ეტაპზე, იმ მონაკვეთებზე, სადაც რთული მდგომარეობა და გადაუდებელი აუცილებლობაა, მერია შეკეთებას უზრუნველყოფს. მათ შორის, აღნიშნულ ლოკაციებზეც“, – განაცხადეს მერიაში.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია