შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 სექტემბერი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას აშენებს.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თელავში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

,,საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტი, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე განხორციელდება, ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის”,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია