შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შოთაობის დღესასწაულზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2019
16 წლის გიორგი ლალიაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთიდანაა, მან ქვის აზიდვაში პირველად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. საჩუქრად გამარჯვებულს მედალი და ცხვარი გადასცეს.წლევანდელი შეჯიბრი მკლავჭიდში, ტრაგიკულად დაღუპული შალვა გურგენიძის სახელს მიუძღვნეს. გურგენიძე გასული წლის გამარჯვებულია ამ სპორტის სახეობაში.მკლავჭიდში I ადგილი გაგა გელაშვილმა აიღო, II ადგილზე აზატ ფარმანიანი გავიდა, III ადგილიზე კი მიხეილ მელიქიძე. გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ.„სამი წელია ვვარჯიშობ, ახალციხიდან ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, პარალელურად ტრენერად ვმუშაობ", – ამბობს პირველ ადგილზე გასული 21 წლის გაგა გელაშვილი. ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:აბსოლიტური: I ადგილი – გიორგი თორთლაძე, II ადგილი სოსო ირაჯაული;32 კილო: I ადგილი ლუკა ბერიძე, II ადგილი – გიორგი ზედგინიძე, III ადგილი ნიკა გვარამაძე;35 კილო: I ადგილი სანდრო ველიკანაშვილი, II ადგილი – მიშო მელიქიძე, III ადგილი ნიკა გვარამაძე;40 კილო : I ადგილი ბექა ბერიძე, II ადგილი – ვანო გიორგაძე, III ადგილი ოთო გიორგაძე;60 კილო: I ადგილი ლევან დავლაშერიძე, II ადგილი – ლაშა ხმალაძე, III ადგილი ნოდარ გალუსტაშვილი;[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია