შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ესენი რა ადგილით ფიქრობენ ნეტავ..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2018

"არ ვმორალისტობ და არ ვტრაბახობ, მაგრამ მოვკვდე და არ მესმის, როგორ იყიდებიან ხუთ კგ კარტოფილზე... არ მეცოდებიან ასეთები, უარეს დღეში უნდა იყვნენ! საერთოდ, "მიჭირს" და "არ მაქვს" ფრაზებით ნებისმიერი საძაგლობა შეიძლება გაამართლო. На нет и суда нет, როგორც იტყვიან რუსები. ამგვარმა მიდგომამ გააჩათლახა ეს ხალხი და მათხოვრობა პროფესიად უქცია, გლეხსაც, ბიზნესმენსაც და პოლიტიკოსსაც! რამდენჯერ დავკვირვებივარ ქუჩაში: მიდის ჩვეულებრივი საშუალო ასაკის ქალი და თუ უცხოელი ან მდიდრულად ჩაცმული ჩაუვლის, ხელს გაუწვდის ხოლმე მაშინალურად...

როდესაც ღირსება დაკარგული გაქვს, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ მონასავით მოგექცევიან  ვინც მიცნობს დიდი ხანია, იცის, თვეში ორმოცდაათ ლარზეც მიცხოვრია, დამწვარ სახლშიც, ქოხშიც, მწყემსების კარავშიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია ვინმეს ხელის ბიჭი გავმხდარიყავი. პირიქით, უფრო ხისტი და ჯიუტი ვიყავი, ვიდრე დღეს. ესენი რა ადგილით ფიქრობენ ნეტავ..."-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია