შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ოქტომბერი 2019

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა აცხადებს, რომ მიმდინარეობს შიდა გამოძიება კვების პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო. ზალინა ლალიევი აცხადებს, რომ დღეს არც ერთმა პატიმარმა თქვა უარი ჭამაზე, თუმცა, განმარტა, რომ შიდა მოკვლევა მაინც გრძელდება. ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია პატიმრების შიმშილობის შესახებ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია