გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეტალონსა“ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ოქტომბერი 2019

„ეტალონსა“ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდებისთვის სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-სა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „ეტალონის“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მოაწერეს.

გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრეებს „ეტალონის“ და izrune.ge-ს სიახლეები და შთამბეჭდავი სტატისტიკა გააცნო. izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მოსწავლის აღზრდა-განათლების პროცესში ოჯახის ჩართულობის გაზრდაა. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ, ასევე, უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურიის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

წყარო:"გურიის მხარე"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია