შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცმოძრაობა" ისეა შორს ადამიანის უფლებების დაცვისგან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ოქტომბერი 2019

ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა დანაყოფით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვისგან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით”,-ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საშემოდგომო სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

” სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით, კომიტეტმა წელსაც და შარშანაც რეკომენდაციების მაქსიმალური რაოდენობა გაითვალისწინა. წელს 85% იყო, შარშან – სადღაც 75% წარმოდგენილი რეკომენდაციები, სადაც ყველაზე კრიტიკული თემები ჩაიწერა, მათ შორის მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები, მათ შორის, უმწვავესი თემები ბავშვთა სიღარიბესთან, სოციალურ საკითხებთან.

ძალიან კარგი იქნებოდა, თქვენ წაგეკითხათ და მხარი დაგეჭირათ, თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე მართლა შეგტკივათ გული, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა დანაყოფით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვისგან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ. ”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია