საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებსაც გამოეხმაურა:
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ერთადერთი, ვისთვისაც ის ტოქსიკური არ იყო, ეს იყო მისივე პარტია და როგორც ვხედავ, ის უკვე მათთვისაც გახდა პრობლემა . მოცემული ტოქსიკური ფენომენი აცხადებს, თითქოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ჯარისკაცები დასაჯოს რომელიმე საერთაშორისო სასამართლოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის მისი, როგორც ყოფილი მთავარსარდლის სასირცხვილო განცხადება. მოქმედმა ქართველმა ჯარისკაცებმა, ყოფილმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, „ქართული ოცნების მთავრობა სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც ყველაზე ერთგულია ქართველი ჯარისკაცების"- განაცხადა თეა ულუკიანმა.