შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

100%-იანი გრანტის მფლობელი ოზურგეთელი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტისგან 3000-3000 ლარს მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ოქტომბერი 2019

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოს _ 3000 ლარს, ხოლო  სკოლა _1000 ლარს მიიღებს. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წელს ოზურგეთის საჯარო სკოლებიდან სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება 10-მდე პირველკურსელმა მიიღო. 

 წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პროგრამაში მონაწილეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია მერიაში მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. 

მერიის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული აბიტურიენტის წახალისებისა და სტიმულირების პროექტის ინიციატორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. პროექტი პირველად 2015  წელს გახორციელდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია