შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამაზ სამხარაძე: ""ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ოქტომბერი 2019

რადიო "თბილისისა" და რადიო "ჰერეთის" დამფუძნებელი, საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის ლიდერი, ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება" განწირულია მარცხისთვის.

თუ რატომ, ამის დასასაბუთებლად ჟურნალისტი 10 მიზეზს ასახელებს და საკუთარ ფეისბუკ გევრდზე "ქართული ოცნების" მიერ მისი მმართველობის პერიოდში დაშვებულ 10 ძირითად შეცდომაზე წერს:

განწირულია "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის და გეტყვით რატომ...ბევრი იყო და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებს დავწერ :
1.„ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის დაცემა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვით დაიწყო. 600 თანამშრომელი სამსახურიდან რომ გაუშვეს, ზოგი დაასაქმეს და ზოგიც ვერ. ივანიშვილმა „მეცრე არხი“ არ გაყიდა, არც დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გადააბარა, სამაგიეროდ აპარატურის ნაწილი GDS, იმედსა და მაესტროს მისცა. (ეს სამი ტელევიზია რას აკეთებს ყველამ კარგად იცით) ფაქტობრივად ქიბარის ახლანდელი „რუსთავი2“-ი „მეცხრე არხის“ გაგრძელების თემაა. (არა და ეს ტელეკომპანია რომ ყოფილიყო, ახლა შესაძლოა სულ სხვა სურათი ყოფილიყო ქვეყანაში) ბევრს იბრძოდა ივანიშვილი, კოლოსალური თანხებიც დახარჯა, თუმცა რ2-ის საქმიდან რაც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ, ყველაზე სუფთად და ჭკვიანურად ნიკა გვარამია გამოძვრა: ქიბარ ხალვაშს 70 მილიონი შეატოვა და თავად დააფუძნა ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელმაც უმოკლეს დროში აკრიფა რეიტინგი.
2.მუდმივი ხიდჩატეხილობა კრიტიკულად განწყობილ მედიასთან, არაპროფესიული ენით საუბარი და იგნორი. ინფორმაციის გაუცემლობა, დევნა და ა შ.
დოტაციურად აფინანსებს რამდენიმე (თავისთვის მისაღებ) ტელეკომპანიას გაზეთს და საინფორმაციო სააგენტოს, რაც ცხადია არის პრობლემა და შეცდომა.(ეს ტელევიზიები და მედიები ვერასოდეს მოახდენენ მოსახლეობის დიდ ნაწილზე გავლენას - რეიტინგი არა აქვთ და ამიტომ)
3.მუდივი აპელირება წინა ხელისუფლების და ოპოზიციის შეცდომებზე/მათი დევნა, შევიწროება.კონკრეტული ბიზნეზების და ადამიანების დევნა/შევიწროვება/რეკეტი.
4."ქართულმა ოცნებამ" ნაცვლად იმის, რომ თავის საქმეები კარგად გაეპიარებინა,პროფესიულად არ იმუშავა ამ მიმართულებით... მთავრობის PR-ჯგუფი დაკომპლექტდა წარსულში ცნობილი ჟურნალისტებით, რომლიებიც რბილად რომ ვთქვა გარტყმაში არ არიან არც კომუნიკაციის, არც PR-ის და არც მარკეტინგული სტრატეგიის. უზარმაზარი ფული დაიხარჯა,თუმცა არასწორად, ფაქტია შედეგები არ არის.
5.არასწორი კადრები ყველგან, განსაკუთრებით კი სტრატეგიულ წერტილებში (სამინისტროებში, გუბერნიებში, თვითმმართველობებში, პარლამენტში) ოცნების მთავარი თავსატეხია. მძლავრად ჰყვავის ქვეყანაში ნეპოტიზმი და კორუფცია.სუსტი რგოლები და სუსტი მენეჯმენტი.
6.ლარის კურსი შეცდომების ტოპ 3 -ში შედის."პატარძალმა ეზო ვერ დაგავა მრუდეო" - ეროვნული ბანკისკენ იშვერენ ხელს, მაშინ როცა ეკონომიკა თითქმის 60 % გაუარესდა, ბოლო კვლევებით კი 54 % შემცირდა ინვესტირება. თითქმის მილიონამდე გაიზარდა სოციალურად დაუცველ ადამიანთა რიცხვიც, ქვეყნიდან მასობრივი მიგრაციაა.
7.საერთაშორისო ურთიერთობებიც ტოპშია."ქართულ ოცნებას" არა აქვს მკაფიო გზავნილები საერთაშორისო საზოგადოების მისამართით, ინტენსიური რეაგირებები საოკუპაციო თემებზე და მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია.
7. არასამთავრობო სექტორის პოზიციების იგნორირება, სამოქალაქო სექტორის აქციებისა და პროტესტების დაშლა, იგნორირება, დარბევა.
8. საზოგადოებისთვის არაპოპულარული კანდიდატების აღზევება.
9. არჩევნები - იგივე შეცდომები რაც წინა ხელისუფლებებმა დაუშვეს.
10.არასწორად არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ოცნების ტოპ შეცდომების ალბათ პირველ ადგილს იკავებს. მადამ სალომემ, მნიშვნელოვნად დაწია ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მკვლელების და ბარიგების შეწყალების თემა...ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანა პარტია.დანარჩენი თქვენ დაწრეთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია