შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2019

ხვალ თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 6 ოქტომბერს დასრულდება.

გამოფენა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც „კახეთის ხმას“ თელავის მერიაში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ჯიშის ძაღლი, რომლებსაც შეაფასებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია