შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ენჯეოები „ქართუ ჯგუფს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც სამოქალაქო სექტორი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

„ქართუ ჯგუფი“ იღებს საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის 100 ლარს აჭარბებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ცხადია, რომ ჯამურადაც და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც ვისაც ეს შეეხება უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება ამ ზღვარს ზემოთ და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს,“-აცხადებს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა - ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ეს ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია