სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

112–ის ფლაერები სკოლაში, მშობლის პირადი ნომრისა და ხელმოწერის სანაცვლოდ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2019
ახალციხის სკოლებში 112–ის საინფორმაციო სანიშნე ფლაერი დარიგდა, სადაც წერია რომ, ბავშვის მიერ ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში, მშობელი 100–დან 2000 ლარამდე შეიძლება დაჯარიმდეს. ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მასწავლებელმა გვითხრა, რომ პროცესი უჩვეულოა, რადგან ერთი საინფორმაციო ფლაერისთვის ითხოვენ პირად ნომერსა და ხელმოწერას. „ის, რაზეც აწერენ ხელს, არის ჩვეულებრივი ბაზიდან ამოღებული სია. მიღება–ჩაბარების აქტი სხვაა. მერე რამე თავფურცელს თუ მიადებენ, არ ვიცი. მე ჩემს რამდენიმე მშობელს ვუთხარი, ხელი არ მოეწერათ, რადგან მეუცნაურა – ერთი ფლაერის გამო რაში სჭირდებათ პირადი ნომერი და ხელმოწერა“? – ამბობს პედაგოგი.მშობლების ნაწილს მათთის გაურკვევევ ფურცლებზე საკუთარი მონაცემების დაწერა არ მოეწონათ და ფიქრობენ რომ ეს შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.„რაში სჭირდება ფლაერის აღების გამო ჩემი პირადი ნომერი, ახლა არჩევნები მოდის და ეტყობა მონაცემებს აგროვებენ“,–ამბობს ერთ–ერთი მშობელი.სკოლების დირექტორები გვეუბნებიან, რომ გასაკვირი აქ არაფერია, სკოლებში რიგდება სანიშნე ფლაერები; მშობელს აცნობენ ინფორმაციას ადგილზე და აძლევენ ფლაერს; მშობლები კი პირად ნომერსა და ხელმოწერას ტოვებენ.„მშობელმა უნდა გააფრთხილოს ბავშვი და ინფორმაცია მიიტანოს, რომ ეს არ შეიძლება. თუ მაინც გააკეთა ეს რომელიმე ბავშვმა, 112 გამოუწერს ჯარიმას, რომ შენ გაფრთხილებული იყავი. აქ მარტო ხელის მოწერა კი არაა, პედაგოგი ესაუბრება მშობლებს, რომ ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდნენ,“, – ამბობს ახალციხის მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.112–ში გვითხრეს, რომ ფლაერები განათლების სამინისტრომ დაბეჭდა და გაავრცელა და მათ მიღება–ჩაბარების აქტი არ მოუთხოვიათ.„ჩვენ არავითარი მოთხოვნა არ გვქონია, რომ პირადი მონაცემები ყოფილიყო შევსებული. ეს განათლების სამინისტროს ბიუროკრატიისთვის სჭირდება, თუმცა არ გვაქვს ამასთან კავშირი“ – განაცხადეს 112–ში.განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ისევე, როგორც სახელმძღვანელოებსა და ლეპტოპებზე, სანიშნეებზეც მოითხოვეს მიღება–ჩაბარების აქტი.სახელმწიფომ თანხა დახარჯა ამისთვის, შესაბამისად, მოითხოვა მიღება–ჩაბარების აქტი. იურიდიულად ეს იგივეა, რაც ნეტბუქი და სახელმძღვანელო, როემლსაც სამინისტრო უფასოდ არიგებს. წიგნის სანიშნე დაიბეჭდა კონკრეტული პროექტის ფარგლებში და საინფორმაციო ხასიათისაა“, – გვითხრეს სამინისტროში.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, საინფორმაციო ფლაერების დარიგებას არანაირი მიღება–ჩაბარების აქტი არ სჭირდება, თუ ეს რაიმე ოფიციალური ბრძანებით არაა მოთხოვნილი.„უნდა იყოს განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება, ან შსს მინისტრის ბრძანება, ამ ფორმით ფლაერის ჩაბარებაზე. მიღება–ჩაბარებით ჩააბარო ფლაერი? ეს ფორმა სწორი და მისაღები არაა“, – ამბობს ქეთი.„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე კი ამბობს, რომ აქ რაიმე კანონი არ დარღვეულა, თუმცა პირადი ნომრის მოთხოვნა და ხელმოწერა სანიშნე ფლაერისთვის, ცოტა ზედმეტია.„კომპიუტერზე მიღება ჩაბარების აქტი უფრო დასაბუთებელია, რადგან ბევრად ძვირადღირებული ნივთია, თან პერსონალიზებულია. ფლაერებზე ესეთი პრაქტიკა არ გვაქვს – თუ დაიკარგა მეორეს ან მესამეს აძლევ. მიღება ჩაბარების აქტი იმ მიზნით გვჭირდება რომ ნამდვილად გადაეცა თუ არა ვინმეს“, – ამბობს ჩიხლაძე.რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეიძლება ამ მონაცემებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აგროვებდნენ, ჩიხლაძე არ ეთანხმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისედაც ყველას მონაცემი იცის და არამგონია სჭირდებოდეთ ეს სიები“.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია