შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ხაზარაძემ ასაწყობი სახლის მასალები კვლავ რაზმაძეების ოჯახს გადასცა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2019
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გივი რაზმაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის მასალები ისევ მიუტანეს. მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენლებმა კოტეჯის ასაწყობი მოწყობილობები სატვირთო მანქანით უკვე გაუგზავნეს. გივი რაზმაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ამ მასალებს გუგუტიანთკარში წაიღებს და სახლს იქ ააწყობს. ცნობისათვის, გივი რაზმაძის სახლი სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ამის სანაცვლოდ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახლს რაზმაძეების ოჯახს გადასცემს. რაზმაძეები
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია