შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილს ციფრებით ვეტყვი თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით - ხაზარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2019

მზად ვარ იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ,  მორიგი 12 წევრის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„ბიძინა ივანიშვილთან და ამ ოცნებასთან ასოცირება, რომელსაც მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს, იმედი მქონდა რომ წინ წავიდოდით. ამის ნაცვლად მან არა მარტო ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას ხელის მუხრუჭიც ამოწია, ჩვენ უკან მივდივართ ყველა პარამეტრით.  მზად ვარ იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის თქმითაც ქვეყანა გახდა მაჩანჩალა იმ კაცის ხელში რომელიც „იკვეხნის, რომ ყველაზე მაგარი მენეჯერია“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია