შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პეტრე კოლხი: უპრინციპო, სუსტი, ადამიანი ვინაობა დაკარგული და გაორებულია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2019

თუ სიმართლეს ემსახურები, ბევრი მომჩივანი, მოწინააღმდეგე გეყოლება. არ დაგინდობენ. გაგწირავენ და გაგანადგურებენ. ოღონდ არ გამოუვათ. მცდელობა იქნება, მაგრამ მართალი ადამიანის გვერდით ღმერთი ყოველთვის იდგება... ჰოდა, რა მნიშვნელობა ექნება, ვინ გამოვა შენს წინააღმდეგ... ყველაფერიც რომ დაკარგო, საკუთარი პრინციპების, ღირებულებების ერგული ბოლომდე უნდა დარჩე... უპრინციპო, სუსტი, უსუსური ადამიანი ვინაობა დაკარგული და გაორებულია. თავადაც არ იცის, სად არის და რას ემსახურება... ასეთისთვის ყოველი წამი ჯოჯოხეთად იქცევა. შინაგანი მოსვენება დაეკარგება. გამოიფიტება და ხელით სამართავ ნივთს დაემსგავსება... იბრძოლე უსამართლობის წინააღმდეგ და არასდროს შეგეშინდეს მარტო დარჩენის... პირიქით, მოღალატეების, მედროვეების გვერდით სიცრუეში ცხოვრებას უთანასწორო ბრძოლის ველზე თავგანწირვა სჯობს... ფარისველებს, ორგულებს, გაზულუქებულ ლაქიებს ღმერთი მიხედავს. ის ღმერთი, რომელსაც ბევრი ახსენებს, მაგრამ ძალიან ცოტას რომ სწამს!

მამა პეტრე კოლხი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია