შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას ტერაქტსაც კი შევადარებდი- კობერიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2019

მგონია, რომ გავრილოვის თემაზე ქუცნაშვილი ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა და მასზე გადატყდა ჯოხი, – ამის შესახებ „აიპრესს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი და სხვები. ამიტომ, პასუხისმგებლობა მათაც უნდა აიღონ. კობერიძე ითხოვს სუს-მა ამ ფაქტზე გამოძიება ჩაატაროს.

„ქუცნაშვილის განცხადებებს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ მე შემიძლია, რომ თვითონ ფაქტი შევაფასო. ის, რომ გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ეს ჩემი აზრით იყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მძიმე ფაქტი, ეს ტერორისტულ აქტსაც კი შემიძლია შევადარო. ეს იყო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება გააზრებულად, ან გაუაზრებლად. მე ვთვლი, რომ პასუხისმგებლობის გადატეხა ზაქრო ქუცნაშვილის დონეზე არ უნდა მომხდარიყო.

მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ქუცნაშვილს შეასრულებინეს რაღაც, მაგრამ მე დღემდე ვითხოვ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ძიების დაწყებას. გავრილოვის ამ სკამში ჩასმა მიმაჩნია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. ეს იცოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს იცოდა მისმა სპიკერატმა – რამდენადაც ვიცი, პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, გია ვოლსკიმ და ა. შ. ეს საკითხი ქუცნაშვილის დონეზე არ უნდა დარჩეს“, – ამბობს ლევან კობერიძე.

კითხვაზე, პასუხისმგებლობა ყველა იმ პირმა უნდა აიღოს ვინც ჩამოთვალა? პასუხობს, რომ რა თქმა უნდა.

„მგონია, რომ ზაქრო ქუცნაშვილი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე ამ პროცესში. რეალურად მასზე გადატყდა ჯოხი და „ოცნებამ“ დაარწმუნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და პარლამენტი დაეტოვებინა. ჩემი აზრით, ასეთი პროცესები შემთხვევით არ ხდება. ეს მგონია, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაციის მოქმედებასთან. როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება ასეთ ადგილას, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და სპიკერის სავარძელია.

მგონია, რომ აქ უფრო რთულ და ღრმა პროცესთან გვაქვს საქმე, რასაც სჭირდება გამოძიება და ეს ფაქტი ასე არ უნდა დარჩეს. ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებაზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი და მხოლოდ მას არ უნდა შეეხოცოს ხელი“, – განცხადა ლევან კობერიძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია