შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თქვენ ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენ მიბიძგებთ"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2019

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, Sputnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

თინა კანდელაკის თქმით, თუ მომავალ 6 წელში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვერავინ შეძლებს, ის მზად იქნება, ამისთვის ბევრი რამ მსხვერპლად გაიღოს და პოლიტიკაში მოვიდეს.

თავად ხართ მზად, რომ საქართველოში დაბრუნდეთ და მშვიდობისმყოფელი გახდეთ?

"თქვენ ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენ მიბიძგებთ, რადგან აშკარაა ჩემი საქართველოში დაბრუნება შესაძლოა, პოლიტიკურ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. გიპასუხებთ, რომ რუსეთში ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. რა შემთხვევაში? თუ გავიგებ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ურთიერთობის შეცვლა, მაშინ მზად ვიქნები, მსხვერპლად გავწირო ბევრი რამ ჩემი პირადი ცხოვრება, კომფორტი, თუ ჩემსავით ამბიციური, შესანიშნავი ხალხი მოვა, როლებსაც გამარჯვება სურთ" - აღნიშნა კანდელაკმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია