სამცხე-ჯავახეთი
რომელ მასწავლებელს მოუწევს სკოლის დატოვება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ოქტომბერი 2019
2019 წლის ორი ნოემბრიდან რვა ნოემბრის ჩათვლით, მასწავლებლებს კვლავ ექნებათ საშუალება გავიდნენ საგნობრივი და პროფესიულ კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე. „მეორე შანსი აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია“, – გვითხრეს მასწავლებელთა სახლში.იმ მასწავლებლების ადგილები, რომლებიც ვერ აიმაღლებენ კვალიფიკაციას, იანვრის შემდეგ ვაკანტური გახდება, სკოლა კი, ვალდებული იქნება, გამოაცხადოს ვაკანსია.სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს კვლავ ექნება საშუალება, სკოლაში დასაქმდეს, თუმცა მოუწევს „ყველაფრის ნულიდან დაწყება“ – მასწავლებლობის მაძიებლად დარეგისტრირება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის საგამოცდო ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი 2 600–ზე მეტი მასწავლებელია დარეგისტრირებული, საქართველოს მასშტაბით კი – 26 600-ზე მეტი.მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდა რვა საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, ესენია: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი და ქუთაისი. იხილეთ გამოცდების ჩატარების განრიგი: ორი ნოემბერი:პროფესიული უნარები.სამი ნოემბერი:პროფესიული უნარები.ოთხი ნოემბერი:ქართული ენა და ლიტერატურა;მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).ხუთი ნოემბერი:ბუნებისმეტყველება (I-VI);ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);მათემატიკა (I-VI).ექვსი ნოემბერი:ბიოლოგია;გეოგრაფია;ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;რუსული ენა – წერითი ნაწილი;გერმანული ენა – წერითი ნაწილი;ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.შვიდი ნოემბერი:მუსიკა;ისტორია;სამოქალაქო განათლება;ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.რვა ნოემბერი: ფიზიკა;მათემატიკა (VII-XII);სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;ქიმია;სპორტი;ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]