სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ოქტომბერი 2019
გარემოსდამცველების საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 30 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 45 წლიანი იჯარით დაირეგისტრირა.საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს კომპანია „აბასთუმანი 2019“–ია, რომელიც თბილისში იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ“. ამ კომპანიის 100%–იანი წლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.ეროვნული პარკის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა გარემოსდამცველებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია კონკრეტული ბიზნესმენებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა. ამიტომ მომავალი კვირიდან აბასთუმანში აქციები დაიწყება. „უნდა გადავდოთ გვერდზე ფობიები და ვიფიქროთ იმაზე, რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს. გაკეთებული აქვს მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლები და ამ გზით კარგი ცვლილებებიც მიუღწევია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს“, – ამბობს გარემოსდამცველი ნატა ფერაძე.12 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, აბასთუმანში ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სახლის უკან მდებარეობს. „ამ ტერიტორიაზე იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც წერია საინვესტიციო პირობებში“, – განმარტავს „ფორმულასთან“ გელა კობერიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აბასთუმანი 2019“ – ის მესაკუთრეა.ტელეკომპანიის ინფომაციით, 12 000 კვადრატული მეტრი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 8 200 ლარად გადაეცა, ანუ 1 კვ. მეტრი 1.50 ლარად. ამავე კომპანიამ აბასთუმანში მდინარე „ოცხეს“ ნაწილიც დაირეგისტრირა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია