შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ იცი არაფერი ბიძინა! არადა, ამხელა ტვირთი გაქვს მოკიდებული - საქართველო"..

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ოქტომბერი 2019

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე, ფაქტობრივად რუსეთის სატელიტი ქვეყანა. პაშინიანის ხელისუფლებამ დააპატიმრა პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და ის ციხეში ზის. რამდენიმე ხნის წინ ქოჩარიანს დაბადების დღე ჰქონდა და მას პირადი მილოცვა გამოუგზავნა ვლადიმერ პუტინმა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირი გზავნილი იყო პაშინიანისათვის, რომ „ჩემი მეგობარი გამოუშვი ციხიდან, როგორ შეიძლება ის ციხეში იჯდეს".. პაშინიანი კი არ უშვებს..

ჩვენთან როგორ არის? - არ გავაბრაზოთ რუსეთი, როგორ გავუბედოთ, ხელი არ გავანძრიოთ, რუსი მოდის და შეგვჭამს და დაგვხრავს.. ასეთია დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა - ჩუმად ვიყოთ, არ ვაწყენინოთ, რომ იქნებ რუსები ტრასამდე არ გამოვიდნენ.

ისმის კითხვა - ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრამდე უფრო ღირსეულად გამოიყურებოდა საქართველო, თუ შეხვედრის შემდეგ?.. ცხადია - შეხვედრამდე. ლავროვმა ხომ ოფიციალურად და საჯაროდ დასცინა ჩვენს ქვეყანას.
ვისი ინტერესით მოქმედებს დღევანდელი ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებზე? ქვეყნის პირველი პირი არის ბიძინა ივანიშვილი და მისთვის მთავარი არის პირადი ქონების და პირადი უსაფრთხოების საკითხები. როდესაც მას ურთიერთობა აქვს რუსეთთან და პუტინთან, ვისი ინტერესებით იმოქმედებს - პირადი თუ ქვეყნის?.. (და მან ნამდვილად არ იცის, რა არის ქვეყნის ინტერესები!.. არც მან და არც მისმა გარემოცვამ!).. ვისი ინტერესებით ივაჭრებს ის რუსეთთან?.. ცხადია, საქართველოს ინტერესებით. ივანიშვილი თავისი ინტერესების გათვალისწინებისთვის თმობს საქართველოს ინტერესებს.

რა ჰქვია ამას?.. ამას ჰქვია ღალატი!.. ღალატი ჰქვია ამას ჩვენს ისტორიაში და არის უმძიმესი დანაშაული და ცოდვა.. ყველა ერი, ყველა კულტურა, ყველა რასა, ყველა რელიგია აღიარებს, რომ სამშობლოს ღალატი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს... და ეს კაცი ყიდის საქართველოს. ეს კაცი არის კლასიკური გაგებით მოღალატე... ერთი შვებაა მარტო ამ საქმეში - ცუდ საქმეს ივანიშვილი კარგად ვერ აკეთებს, ცუდად აკეთებს და თვითონვე ემსხვერპლება. მას რომ უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდეს და ასე ნულოვანი განათლებით არ იყოს, მაშინ ამ ცუდ საქმეს უფრო ვერაგულად და სახიფათოდ გააკეთებდა.

ვფიქრობ, შევთანხმდით ყველანი ამ ფორმულაზე და საკამათო აღარაა, რომ ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს ყიდის... ეს ხელისუფლება, მთლიანი შემადგენლობით, დაწყებული სოფლის გამგებლიდან და დამთავრებული პრემიერით, პარლამენტის თავმჯდომარით და პრეზიდენტით, ემსახურება არა ქვეყანას, არამედ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს. ჯერ სურვილი არ აქვთ ქვეყნისთვის სამსახურის და სურვილიც რომ ჰქონდეთ, ამ ხალხმა უბრალოდ არ იცის, რა არის ეროვნული ინტერესები... ჩვენ საქმე გვაქვს ერთი კაცის მომსახურე პერსონალთან.

ჩემდა სამწუხაროდ, მთელი ქართული პოლიცია ემსახურება არა საქართველოს, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მარტო ერთი ფაქტის მოყვანაც საკმარისია - კრიმინალებთან ერთად რომ დგანან არჩევნებზე და ივანიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად იტანენ მათ გვერდით ყოფნას.

ბეწვის ხიდზე გავდივართ. ამ ქვეყანას უკვე ყველა მეზობელთან აქვს ურთიერთობა გაფუჭებული - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.. ჩრდილო კავკასია საერთოდ სადაა, ეგ ისედაც არ იცის ბიძინამ..
სამაგიეროდ, ბიძინას გარშემო ჰყავს ხალხი, რომელიც პირდაპირ ინტერნეტ-ჭორაობაზეა გადასული და ეს არის უკვე ბიძინას ინტერნეტ-საროსკიპო. ბიძინას როსკიპები და კახპები ხართ ინტერნეტ-ტროლები!.. დედა სამი დღის გარდაცვლილი მყავდა და ყოვლად უმსგავსო ტყულები ვრცელდებოდა ჩემზე.. სამწუხაროა, რომ დიდი მასა ხალხისა ამას იჯერებს..

ივანიშვილი დღეს გონებით არ ცხოვრობს. ივანიშვილი დღეს ცხოვრობს ცხოველური ინსტინქტებით - როგორ მოიგერიოს ხიფათები. ხიფათები კი მართლა სერიოზული აქვს - დაკარგოს თავისი ქონება, გაუჩნდეს პირადი სიცოცხლის უსაფრთხოების პრობლემა.. ივანიშვილი ისეთ შარებშია გახვეული, რომ ეს ხიფათები რომ აიცილოს, შეიძლება გაახვიოს საქართველოს რუკა და ლაჯებში ამოუდოს პუტინს.

პრინციპში, ამას აკეთებს კიდეც ის... ზალკალიანი ამაზე ჰყავდა ლავროვთან გაშვებული.. ზალკალიანი არის ჩვეულებრივი ბიძინას ფოსტალიონი, თან ცუდი ფოსტალიონი. ლავროვმა დაგვცინა და უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარტო მისი განცხადება-დაცინვა კი არ იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი იყო... ესენი ჯერ მალავდნენ ამ შეხვედრას, მერე თქვეს - შვეიცარიელებმა შეგვაგდეს ძალით შეხვედრაზე, ოთახი ჩაკეტეს და გასაღები გადააგდესო, მერე აღმოჩნდა, რომ თვითონ ესენი ეხვეწებოდნენ ლავროვს შეხვედრას და ვიღაც ზალკალიანი ტუფლებს უკოცნიდა და ულოკავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ასე იყო ეს და ზღაპრებს ნუ ყვებით, რომ ეს იყო გარღვევა.
გარღვეულები თქვენ ხართ!.. თქვენი ბელადთ!.. და ქვეყანას ღუპავთ!.. სერგო ორჯონიკიძის და ორღანაშვილის კლუბის კარი გაქვთ შეღებული და იქ ხართ უკვე!.. არ დაგანებებთ ამ ქვეყანას მაინც!.. ბიძინა, ვერ ჩააბარებ საქართველოს რუსეთს!

სომხეთი 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული, გაზი რომ გაუძვიროს რუსეთმა, გაიყინებიან, ბიუჯეტიც კი არ აქვს ქვეყანას, ჩვეულებრივი რუსეთის სამხედრო ბანაკია, თითქმის 15 წლით ჩამორჩება სომხეთი საქართველოს, ჩვენი ქვეყანა რომ იყო 2003 წელს, როცა მიშა სააკაშვილის რეფორმები დაიწყო, ამ სტადიაზე და მდგომარეობაშია დღეს სომხეთი.. და იქაც კი, პუტინის მეგობარი უზის პაშინიანს ციხეში და არ უშვებს.

და აქ, პუტინის მეგობარი კი არა, პუტინის დაცვის წევრი რომ ჩამოვიდეს, გალახოს პრემიერ-მინისტრი, შეაფურთხოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მადლობას ეტყვის ხელისუფლება.. მერე გამოვლენ აპოლოგეტები და დაიწყებენ - აბა რაა...აბა რუსეთს უნდა ვეომოთ?... აბა რა ვქნათ?...

არავინ გეუბნებათ, იომეთო.. ღირსეულად იყავით და ნუ იკუზებით!.. მთელი ხელისუფლება გადაკუზული ხართ და ახლა ქვეყნის გადაკუზვა გინდათ.. და არ მოხდება ეგრე!..
და რისთვის?.. რომ ბიძინამ დაიცვას თავისი ფული ხან რუსებისგან და ხან ამერიკელებისგან?.. თქვენ დარჩებით გადაკუზულები მასე, მაგრამ ქვეყანა არ იქნება მასე!

ჩვენ კი, ვინც ამ ჭკუაზე ვართ, სერიოზული მოსაფიქრებელი გვაქვს, როგორ გავუშვათ ეს კაცი ხელისუფლებიდან.. 2020 წელი არის ზღვარი!.. 2024-ში უკვე საქართველოს ჩვენ კი არა, დავით აღმაშენებელი ვერ უშველის თავისი ყივჩაღებით და მონა-სპით!

რამდენი ტყუილები გვალაპარაკა ჩვენც 2012 წელს.. კაცი იძახდა კერძო საუბრებში, მთელ ჩემს ქონებას ჩავდებ და ამ ქვეანას მოვახმარო.. იფიქრებდი, აა მოვიდა მეცენატი..
თუ რამე საქმე აკეთა ივანიშვილმა ამ ქვეყნისთვის, ეს მაშინვე დამთავრდა და ეწოდა პოლიტიკური კორუფცია, როცა ის გახდა პრემიერ-მინისტრი. ახლა კი საერთოდ არაფერია და ისე მართავს ქვეყანას. ის განკარგავს ყველაფერს - ქვეყნის ბიუჯეტს, ბიზნესს, საგარეო პოლიტიკას, და ამ დროს, გეოგრაფია არ იცის უბრალოდ.. ერთი პერიოდი ხელოვნებასა და ლიტერატურაში ექსპერტობდა და მერე დაანება თავი, ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს რომ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.. ერთი პერიოდი იუმორსაც გაეთამაშა და არც ის გამოუვიდა..

არ იცი არაფერი ბიძინა!
არადა, ამხელა ტვირთი გაქვს მოკიდებული - საქართველო..
ეს დიდი ქვეყანაა, 3000 წლის დაფიქსირებული ისტორია აქვს, ჰეროიზმით, ღირსებით, თვითშეწირვით სავსე, სულიერებით სავსე.. შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ ეს ქვეყანა, ვერ იარსებებდა 200 წელიც კი.. ფარნავაზის მერე ქრისტეს დაბადებამდე ვერ მიაღწევდა საქართველო, შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ..

ჩვენი ფორმულაა, ჩვენი ქართული სახელმწიფოს ფორმულაა „ვეფხისტყაოსანი".. იქ წერია ზუსტად - „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი"..
ჰოდა, ბიზნესმენებმა ააყვავეთ ეს ქვეყანა, მაგრამ თქვენ მიერ ქვეყნის მართვა არ შეიძლება..იმიტომ, რომ ყოველთვის, ასე იყო და ასე იქნება, თქვენი სამშობლო არის თქვენი ბიზნესი!

ეს იცოდა დავით სარაჯიშვილმა და არ ერეოდა პოლიტიკაში!.. ასე იყვნენ ზუბალაშვილებიც!.. ისინი ახალგაზრდებს აგზავნიდნენ ქვეყნებში სასწავლებლად და 60-იან წლებში გენიოსები რომ გვყავდა თითქმის ყველა დარგში - ჰუმანიტარულში, საბუნებისმეტყველოში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ტექნიკაში, ვინ იყვნენ ეს ხალხი?.. ამათი გაგზავნილნი იყვნენ და განათლებამიღებულნი..ეხმარებოდნენ მათ..
ივანიშვილს ერთი კაცი არ გაუშვია სადმე განათლების მისაღებად!.. ერთი ბიბლიოთეკა არ გაუხსნია.. და რასაც აკეთებდა, აღმოჩნდა, რომ აკეთებდა იმიტომ, რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყო და აი ასე ემართა ქვეყანა.. თავის ხოშზე ემართა ქვეყანა!.. ამ უმეცარს და თან უტიფარს!

ასე რომ.. თუ ყველა არ დავფიქრდებით ამაზე, 2020-ში საქართველოს გასვენება იქნება!.. მერე ვეღარ შემოვაბრუნებთ ვერაფერს!.. ბიძინა საბოლოოდ მოსპობს ქართულ სახელმწიფოს და მერე მართლა სამათხოვრო გვექნება რუსეთთან, რამე გვიშველოს..

ამათ რა ეგონათ, ან რა უნდოდათ??.. „ოცნებავ" და „ოცნების" მომხრეებო!.. რა გეგონათ?.. რომ გავრილვი ზვიადის სავარძელში რომ ჩაჯდა, ეს უნდა გაგვეტარებინა და ბიძინას ბოდვისთვის დაგვეჯერებინა, რომ პროტოკოლური შეცდომა იყო?.. და გაგვეგრძელებინა ჩვეულებრივ ცხოვრება?.. და მერე ერი ვიქნებოდით და ხალხი ვიქნებოდით?.. თუ საქონლები ვიქნებოდით, ნახირი და ჯოგი?!.. ეს რომ აეტანა ჩვენს ახალგაზრდობას და ხალხს, მაშინ უნდა გვეგლოვა, რომ თურმე მომავალი აღარ აქვს ქვეყანას.. და მაშინ იქნებოდა მართლა საქართველოს ეროვნული გასვენება.. ეს გგონიათ და ეს გეგონათ თქვე იდიოტებო და მოღალატეებო??..

თქვენი ბიძინას ღალატის პირველი საფუძველთა საფუძველია, რომ ისევ მიაბა საქართველო რუსეთს ეკონომიკურად.. არადა, მოწყვეტილი ვიყავით თითქმის და ნელ-ნელა ვითვისებდით სხვა ქვეყნების ბაზრებს.. რუსი ტურისტები??.. ჩამოვიდნენ, არავინ უშლით, მაგრამ გაიგეთ, რომ ისინი ყიდულობენ ორ ცალ ხინკალს, არ ხარჯავენ ფულს აქ.. გაბანძდა საქართველო.. საშუალო და ძვირი ტურისტი აღარ ჩამოდის აქ.. კლასიც დაეცა უკვე.. სასტუმროებს ქართველები უკვე მხოლოდ თურქული პლასტმასის და მუყაოს მასალისგან აკეთებენ და სუნი დგას..სუნი დგას მთელ ქვეყანაში.. ბიძინას საკუჭნაო გახდა ქვეყანა..

გვიყურებს, გვიყურებს ეს ახალგაზრდობა და ჩვენ თუ ვერაფერს ვუზამთ 2020-ში ბიძინას, მერე ისინი მაინც გაუშვებენ მას ამ ქვეყნიდან, ოღონდ უკვე ჩვენს გარეშე და ჩვენ, ყველანი, ჩვენი თაობა, როგორც უფუნქციოები, დაპანღურებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მშენებლობიდან.. და მართლებიც იქნებიან!.. სამართლიანი იქნება ეს ჩვენს მიმართ ახალგაზრდობის მხრიდან!"..

გ.სანიკიძე
TV-კავკასია - 04.10.2019

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია