კახეთი
ქართველი მაშველები სამხრეთ აფრიკაში სპეციალურ მომზადებას გადიან
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
08 ოქტომბერი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შახტებში
სამაშველო ოპერაციების ორკვირიან წვრთნას გადიან.
სპეციალური მომზადების კურსი ქალაქ კარლეტონვილში, შახტების სამაშველო
სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე,
ადგილობრივი რესურსებით, კადრებითა და აღჭურვილობით ტარდება. წვრთნის
დასაწყისში, რვა ქართველმა მაშველმა გამოცდის პირველი ეტაპი
წარმატებით ჩააბარა და უკვე ინტენსიური წვრთნები დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი
სამხრეთ აფრიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ,
საქართველოს, შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით,
მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება.