გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოდესმე წიგნს დავწერ, დავწერ შენზე, როგორც კლოუნზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ოქტომბერი 2019

"ოდესმე წიგნს დავწერ მახინჯ ქმრებზე, ერთგულება რომ იციან,

ისეთ მახინჯ ქმრებზეც დავწერ, ლამაზ ცოლებს რომ ღალატობენ,

ლამაზ ქმრებზეც დავწერ, შვილების მოვლისგან გადაღლილი ცოლები რომ აღარ უყვართ,

დავწერ შეუგნებელ მოაზროვნეებზე,

აზრიან "გაუნათლებლებზე", რომლებსაც დრო არ ეყოთ სწავლისთვის იმ სამსახურის გამო, რომლისგან მიღებული ანაზღაურებითაც საჭმელს ყიდულობდნენ,

დავწერ წიგნგადაშლილ შტერებზე,

უდიპლომო გენიოსებზე,

დავწერ შენზე, როგორც კლოუნზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა

და ბოლოს, დავწერ ადამიანებზე, ნამდვილ ადამიანებზე, ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება რომ სცადეს..."

გოდერძი ჩოხელი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია