გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მარაზმია"- დაზარალებულად არც გიორგი სულაშვილი ცნეს, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ოქტომბერი 2019

 გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პროკურტაურას ამ დრომდე დაზარალებულად არ უცვნია. ამის შესახებ სულაშვილმა „ნეტგაზეთს" განუცხადა.

დაზარალებულად ცნობილი არ არის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს ასევე თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს.

გიორგი სულაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს კომენტარის გაკეთებაც კი არ სჭირდება. "მარაზმია" - ასე აფასებს ის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია