გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვეულებრივი მასკარადია“ - ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლომ 300 პოლიციელი უნდა დაკითხოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ოქტომბერი 2019

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვის დროს, მისმა თანაგუნდელმა, გურამ ჩალაგაშვილმა ოქრუაშვილს „კოდური“ წინადადებით მიმართა: „ჩემს მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილს მინდა, მივმართო და ის მიხვდება. ბოლო იყო 78 500, რომ იცოდე, ჩემო მეგობარო და გამძლეობას გისურვებ".

„ჰოთნიუსი“ გურამ ჩალაგაშვილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რის თქმას ცდილობდა ოქრუაშვილისთვის, ანუ ხომ არ ნიშნავდა ეს ნათქვამი იმას, რომ ოქრუაშვილისთის მილიონიანი გირაოს თანხიდან 78 500-მდე შეგროვდა?

„ეს მხოლოდ მის გასაგებად ვთქვი და იგი გაიგებდა. სხვების გასაგებად არ მითქვამს. ის თანხა, რომელიც შევთავაზეთ პროკურატურას გირაოს სახით, უკვე გამზადებული და მოგროვებული იყო მაშინ. ეს ამ საკითხს არ ეხება“ - აცხადებს ჩალაგაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესსაც აფასებს: „ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი, სპექტაკლი. დიდი სია წაიკითხეს, როდის ჩატარდება შემდგომი პროცესები, დაახლოებით, 300 პოლიციელი ჰყავთ დასაკითხი, მათგან ყველა აბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაინახა და მათ დაკითხვას რა აზრი აქვს, ვერ ვხვდები. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ 40 ათასი კაცი იყო იქ გამოსული. ეს არის, უბრალოდ, ფარსი და უნდათ, ის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა ბოლომდე გაჭიმონ, გამოიყენონ, რომ მინიმუმ 9 თვის განმავლობაში ოქრუაშვილი იყოს ციხეში.“

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის აქციების დროს დააკავეს. მისი წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა აპრილში იწურება. ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია