"მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში", — აცხადებს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჯიშკარიანის კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, ვიდეო ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში ჩაწერეს.
ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რას ითხოვენ აღკვეთის ღონისძიებად. უწყების განცხადებით, ხვალ პროკურორი თავად განმარტავს მოთხოვნას.
მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა.
აცხადებს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს.