სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ბორჯომში, კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალური მასებისგან გაწმინდეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018
წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრის უფროსის ვახტანგ ლაცაბიძის განმარტებით, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემისა და მისგან დაბინძურებული სკვერი დღეს, 20 ნოემბერს დაასუფთავეს."ჩვენი თანამშრომლები პარკში გუშინვე მივიდნენ, მაგრამ ვერ გაწმინდეს, რადგან ამისთვის ძლიერ წნევიანი მანქანა იყო საჭირო. ჩამოვიყვანეთ გორიდან და ამჟამად გაჭედილი საკანალიზაციო ჭები გაწმენდილია. ტერიტორია ფეკალური მასებისგან სუფთავდება", – ამბობს ვახტანგ ლაცაბიძე.შეგახსენებთ, რომ ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი, იქ სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას, ფეკალური მასებით გუშინ დაბინძურდა. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია