სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში ავარიისას დაშავებულებიდან სამი თბილისში გადაიყვანეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2019
როგორც, ადიგენის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ლალი ბალახაშვილი განმარტავს, დაშავებულებს თავის ქალაზე პოლიტრამვები აღენიშნებათ, რის გამოც მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშავებულებს შორის, ერთი 70 წლამდე კაცია, ორი კი 40 წლამდე. ამ დროისთვის ადიგენის საავადმყოფოში ერთი დაშავებული რჩება. 30 წლამდე კაცს სხეულის დაჟეჟილობა აქვს.ადიგენში მომხდარი ავარიისას დაშავებული ოთხივე პირი სოფელ ლელოვნიდან არის.დაბის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ცხრა ოქტომბერს მოხდა, ერთმანეთს გზაჯვარედინზე საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია