სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კურორტ აბასთუმანში სახლს იშენებს. ორსართულიანი სახლის მშენებლობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018
ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით კომპანია „GTDF Solutions- მა“ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სექტემბერში დაიწყო.როგორც ობიექტზე მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ სამუშაოთა მწარმოებელმა განუცხადა, აბასთუმანში სახლის გაკეთების სურვილი ბიძინა ივანიშვილს აგვისტოში, აქ დასვენების დროს გაუჩნდა: „კურორტზე რომ ისვენებდა, ძალიან მოეწონა აქაურობა და გადაწყვიტა ნაკვეთი ეყიდა სახლის ასაშენებლად. მართლა უნიკალურია აქაური კლიმატი და ვის არ უნდა, რომ აქ იცხოვროს“, – გვითხრა „GTDF Solutions–ის“ სამუშაოთა მწარმოებელმა ბადრი დოლიძემ.მისივე თქმით, ივანიშვილმა სახლის ასაშენებლად ნაკვეთი ადგილობრივი ბიზნესმენისგან შპს „არალის“ მფლობელისგან ოთარ თათეშვილისგან იყიდა. თუმცა თავად თათეშვილი ამბობს, რომ „მსგავსი რამ არ მომხდარა და ეს ყველაფერი ჭორია“.ივანიშვილის სახლი ორსართულიანი იქნება, სახურავზე კი დიდი ვერანდა მოეწყობა. ივანიშვილი აბასთუმანში აგვისტოში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მას შემდეგ მან აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკუთარი სახლის მშენებლობა გადაწყვიტა. ასევე, ივანიშვილის მითითებით აბასთუმნის ცენტრიდან მოშორებით გადააქვთ ტუბსაავადმყოფო. გარდა აღნიშნულისა, „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით კურორტზე საცხოვრებელი კორპუსი და პოლიკლინიკა შენდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება დედათა მონასტერს მამათა მონასტრის ეზოს. „ქართუ ფონდში“ ამბობენ, რომ აბასთმანში მიმდინარე წელს სტადიონიც მოეწყობა. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია