(ოფიციალური ინფორმაცია) ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფელ დვაბზუში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, სათადარიგო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
28 სექტემბერს, უხვი ნალექის გამო მდინარე ნატანები კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდს საყრდენი ბოძები გამოაცალა. დაზიანდა ხიდის ბოძები, რომელზეც რკინის კონსტუქცია იყო დამაგრებული.
ამ დროისთვის, ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია და სატრანსპორტო საშუალებების ქალაქში შემოსვლა სოფელ მელექედურიდან ხდება.
სათადარიგო ხიდის აღდგენითი სამუშაოები 10 დღის ვადაში დასრულდება.
შეგახსენებთ, ეს არის ხიდი, რომელიც დროებით გამოიყენება, სანამ მდინარე ნატანებზე დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება.