შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გულებისა და ხმების მოგება-ისევ ჯიბეში ჩასმული ღირსებააყრილი ხალხი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2019

გულებისა და ხმების მოგება?

„რა თქმა, უნდა თავისთავად ეს მოვლენა არ არის ნეგატიური, თავმოყვარე სახელმწიფოში მოქალაქეები ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ და დიახ, ეს ადამიანები უფრო მეტსაც იმსახურებენ… მაგრამ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ახლა ის ამას ამომრჩევლების გულის მოსაგებად აკეთებს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით:

  • „ეს ზრდა იმით კი არ არის განპირობებული, რომ ხელისუფლება კარგად მართავს ქვეყანას და მან შეძლო ეკონომიკის განვითარება, არამედ ვალს იღებს“;
  • „როცა ხელისუფლება ამას შიდა ვალის უპრეცედენტო ზრდის პირობებში აკეთებს, გამოდის, რომ ისევ იმ ადამიანების შვილებს, ჩვენს შვილებს უტოვებს გადასახდელად ამ ვალს“;
  • „შვილებს ვუტოვებთ ვალს იმისთვის, რომ ახლა „ქართულმა ოცნებამ“, წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ათეული ლარით მეტი გადაუხადოს კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს და ამომრჩევლის გული მოიგოს“;
  • „იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ამომრჩევლები სათანადოდ შეაფასებენ ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას და არ იქნებიან მადლიერი არცერთი პოლიტიკური ძალის, რომელიც მათ მოსყიდვას ცდილობს“.

ხელისუფლების საბიუჯეტო სვლას წინასაარჩევნო მზადებას უკავშირებენ ოპოზიციური პარტიებიც. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას – „8 წელიწადია გვესმის, რომ ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სოციალურად ორიენტირებული, მაგრამ როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა, 2015 წლის შემდეგ მრუდი შებრუნდა და სიღარიბე, კლების ნაცვლად, წავიდა მატებისაკენ“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სვლა უფრო მეტს აფუჭებს, ვიდრე აკეთებს:

  • „როდესაც ადამიანების სიღარიბიდან გამოყვანა საბიუჯეტო თანხების (და არა ეკონომიკის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის…) დარიგების ხარჯზე ხდება, არის საფრთხე, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება სიღარიბეში“;
  • „ბიუჯეტი ყველას ვერ გაწვდება და მით უმეტეს, გაზრდილი სიღარიბის პირობებში, სულ უფრო მეტი თანხა იქნება გამოსაყოფი ბიუჯეტიდან… ეს კი ხელისუფლებას უფრო მეტი გადასახადის აკრეფისკენ და მეტი ვალის აღებისკენ უბიძგებს“;
  • „ეს არის მანკიერი წრე, რომელიც ურტყამს კერძო სექტორს და მორევში უფრო და უფრო მეტად ეშვები“;
  • „წინასაარჩევნოდ გაკეთებული ეს სვლა სრულიად არაქმედითია, რადგან რამდენიმე ათეული ლარით ადამიანი ვერ მოერევა ბოლო წლებში ფასების ზრდით გამოწვეულ სიღარიბეს“.

ოპოზიციის კრიტიკას აბსურდულს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, გაკვირვებულია ოპონენტების უკიდეგანო კრიტიკით, რადგან „800 მილიონი ლარი შევა იმ ადამიანების ოჯახში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“ და მათ შორის, მეტ პენსიას მიიღებენ „პენსიონერები, რომელთა პენსია არ ჰყოფნის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და თითოეული ლარი არის მათთვის ძალიან ძვირფასი“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია