შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ნეტავ სად წავიდნენ საქართველოდან ის ღირსეული კაცები?"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2019

დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს. ამის შესახებ დეკანოზმა ფეისბუქზე დაწერა. ის ასევე გამოეხმაურა ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის მიერ საავადმყოფოდან მედიისთვის მიცემულ კომენტარს

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე საქართველოში ქართველი ზრდასრული კაცი, თანამდებობის პირი ლოგინში ჩაწვებოდა და საქვეყნოდ ტელევიზიით მისცემდა ინტერვიუს თუ როგორ ჩაგრავენ ქალები.
ერთხელ, ასე 25 წლის წინ, ერთი ევროპელი მაღალი თანამდებობის პირი ქალი იყო მოსული სტუმრად პატრიარქთან და ასეთი ამბავი მოყვა: შევარდნაძის დროა ანუ საშინელება ყოველმხრივ. ეს ქალი ციხეების სანახავად იყო ჩამოსული და სიკვდილმისჯილთა ჯურღმულებშიც ჩასულა ორთაჭალის ციხეში (თვითონაც მინახავს და მართლა ჯურღმული იყო). იქ ერთ-ერთ საკანში რომ შესულა ერთ სიკვდილმისჯილ შუახნის კაცთან გასასაუბრებლად, ეს კაცი წამომდგარა და რომ დაუნახავს სტუმარი უცხო ქალია, პერანგის ღილები, რომელიც ცოტა ზომაზე მეტად ჰქონია ჩახსნილი, ყელამდე შეუკრავს. გესმითო, გაოცებული ამბობდა შემდეგ ეს ქალი, პატიმარი, რომელიც ხვალ სიკვდილით უნდა დასაჯონ, ფიქრობს უცხო ქალის პატივისცემაზე და ცდილობს ღირსეულად შეხვდეს მას თვით იმ საცოდავ საკანშიო. მე ახლა ვიცი, როგორ ხალხთან ჩამოვედიო, ამბობდა ის ევროპელი ქალი.
დღეს, საქვეყნოდ ლოგინში ჩაწოლილი მოწუწუნე კაცი რომ ვნახეთ, ვფიქრობდი, ნეტავ სად წავიდნენ საქართველოდან ის ღირსეული კაცები?

"ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი და სრულიად ცალსახა პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია", — წერს დეკანოზი.

დღეს, 11 ოქტომბერს ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. ყოფილმა ქმარმა ქალს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ხელყუმბარაც. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია