შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება და ეს მომსახურება ფასიანი იქნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2019

ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.

ამის შესახებ ცვლილების შეტანა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

„კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შემოწმების განხორციელების სავალდებულოობა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ,“-ნათქვამია პროექტში.

ამასთან, როგორც პროექტში ვკითხულობთ, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელს მოუწევს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მომსახურების თანხის გადახდა, ხოლო, თავის მხრივ, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები მიიღებენ შემოსავალს, გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის.

კანონპროექტის მიღება თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას. რადგან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის მიღებულ შემოსავალზე კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს გადაიხდის.

bpn.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია