შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი და მეორე ჯგუფის 18 წლამდე შშმ პირების დახმარება 20 ლარით გაიზრდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2019

პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს და სხვებს…

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მომავალ წელს, 14 მილიარდ ლარამდე გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები დამატებით 800 მილიონ ლარს მიიღებენ – ჯერ მხოლოდ 300 მილიონი ლარი პენსიების მატებაზეა გათვლილი.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით:

  • 1 იანვრიდან ყველა პენსიონერი – 20 ლარით მეტს მიიღებს;
  • 1 იანვრიდან 18-წლამდე შშმ პირები, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები – 20 ლარით მეტს მიიღებენ;
  • 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები – დამატებით 30 ლარს მიიღებენ (ამ ჯგუფისთვის ნამატი სულ 50 ლარს შეადგენს);
  • ახალი სასწავლო წლიდან სკოლის პედაგოგები – 300 ლარით მეტს მიიღებენ (150 ლარი 2019 წლის ოქტომბრიდან და 150 ლარი 2020 წლის სექტემბრიდან);
  • ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულები – საშუალოდ 100 ლარით მეტს მიიღებენ;
  • 1 ივლისიდან პოლიციელები და მეხანძრე-მაშველები – მიიღებენ 125 ლარით მეტს;
  • ანაზღაურება გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც, რომლებსაც 2019 წელს არ შეხებიათ ეს პროცესი;
  • 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმები – 100 ლარით მეტს მიიღებენ.

2020 წლისთვის გარკვეულ ჯგუფებს პენსია და ხელფასი ეზრდებათ

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი – მიმდინარე ხარჯები 11,3 მილიარდ ლარს შეადგენს.

დაგეგმილია მასშტაბური ხარჯი, ბევრი მიმართულებით – მაგალითად, მომავალ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 240 მილიონი ლარია გამიზნული, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის – 74 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის – 57 მილიონი ლარი და ტურიზმის ხელშეწყობისთვის – 33 მილიონი ლარი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია