გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარ ივერი სვეტიცხოველში საშვის გარეშე არ შეუშვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2019

თქვენი მონა-მორჩილი თამარ ივერი გაწუხებთ - ამ სიტყვებით დაიწყო ქართველმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა სოციალურ ქსელში ლაივ-ვიდეო მიმართვა. ის დღეს მცხეთაში სვეტიცხოველში მოსალოცად არ შეუშვეს. მისი თქმით, ამის მიზეზი სპეციალური საშვის უქნლობა გახდა.

„თქვენი მონა-მორჩილი თამარ ივერი გაწუხებთ. მცხეთის შემოსასვლელში ბავშვებთან ერთად ვიყავი. პოლიციელმა ნიკა მანჯავიძემ მკითხა, თუ მქონდა ქალაქში სპეციალური საშვი შესაშვები. თავიდან მითხრეს, მერიაში უნდა მოეცათ ეს საშვიო. გადავამოწმე და მერია საქმის კურსში არ არის. ვუთხარი, რომ მომღერალი ქალი ვარ-მეთქი. მაშინ საშვი კულტურის სამინისტროს უნდა მოეცაო, სპორტსმენებისთვის სპორტის სამინისტროს და ა.შ.

სვეტიცხოვლობა დღეს არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალურია. ფაქტია, რომ ეს ოპერის მომღერალი ქალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად გადავიქეცი. ხალხს, ვინც მოსალოცად მიდის 10 კილომეტრის მოშორებით სადღაც უშვებენ. ვერავინ ხვდება, ეს საშვები საიდან უნდა აეღოთ.

კომენტარი თქვენთვის მომინდვია, რამდენად კანონიერია ეს ყველაფერი. მე სავარაუდოდ, უკან დავბრუნდები. ეს არის მარაზმი და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ისარგებლებს სტატუსით და ვერ ჩამოვრეკავ სამინისტროებში თამარ ივერი ვარ და შემიშვით-მეთქი. ასეთი სვეტიცხოვლობა გაგვითენეს" - ამბობს თამარ ივერი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია