შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ერთად ხატიასთვის’– ახალციხის პარკში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2019
ახალციხის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებულ სცენაზე დღეს, 13 ოქტომბერს საქველმოქმედო კონცერტი იმართება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული ათზე მეტი შემსრულებელი, საცეკვაო ჯგუფი და ფოლკლორული ანსამბლი იღებს.საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხის ანსამბლ „ლომსიას“ მოცეკვავეებმა გახსნეს, კონცერტს სხვა საცეკვაო ჯგუფები და დედაქალაქიდან ჩამოსული შემსრულებლები აგრძელებენ. ამის პარალელურად სცენასთან დადგმულია საქველმოქმედო ყუთებიც. კონცერტის მხადამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.ღონისძიებიდან შესული თანხა 21 წლის ადიგენელი გოგონას ხატია პარუნაშვილის მკურნალობას მოხმარდება. მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, პირველი ქიმიოთერაპიის კურსი 25 სექტემბერს დაიწყო და სულ ოთხი კურსი უნდა ჩაუტარდეს, ამისათვის ჯამში 72 000 ათასი დოლარია საჭირო.იმის გამო, რომ ოჯახს, ერთდროულად, ეს თანხა არ აქვს, სამედიცინო დაწესებულებასთან შეთანხმებით, ფულს ნაწილ–ნაწილ რიცხავენ.21 წლის გოგონას დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში:საქართველოს ბანკი - ანგარიშის ნომერი GE34BG0000000161580664GELთიბისი ბანკი - ანგარიშის ნომერი GE31TB7146945061100061მიმღები მარიამ პარუნაშვილი,პირადი ნომერი 03001021441ასევე, მსურველებს შეუძლიათ საქველმოქმედო ზარის განხორციელება საქართველოდან ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის ქსელში –დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი).[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია