შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ოქტომბერი 2019
შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.„ერთი ლოდი სარდაფის სახურავზე დაეცა და ჩაამტვრია, მეორე კი სახლიდან ორ მეტრში ჩამოვარდა. უზარმაზარი ლოდებია, იმხელა ვიბრაცია ჰქონდა მთელი სოფელი შეაზანზარა. ეს ლოდი სახლს, რომ დასცემოდა, მთელს ოჯახს ამოგვხოცავდა“, – ამბობს ვიტალი ველიჯანაშვილი.ველიჯანაშვილების სახლში ექვსი წევრი ცხოვრობს მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ვიტალი ამბობს, რომ კლდე მათ სახლამდე 50 მეტრის დაშორებით არის და მისი ნგრევის საშიშროება კიდევ არსებობს: „ეს ლოდები მთას ყველაზე დაბალი ადგილიდან მოწყდა, ზემოთ მწვერვალი დაბზარული და გადმოხრილია, არის საშიშროება, რომ კიდევ ჩამოცვივდეს და სახლს დაეცეს. თან ჩვენ სახლამდე დაღმართია და პირდაპირ ჩვენსკენ წამოვა ლოდები“.ველიჯანაშვილები ამბობენ, რომ კლდის გამაგრება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების გამო, საცხოვრებელი სახლი რაც შეიძლება მალე დატოვონ: „ახლა ჩემი მშობლები ასპინძის მერიაში არიან წასულები, არ ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში რა რეაგირებას მოახდენენ, განცხადებას ახლა წერენ“.ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე კლდის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და რამდენიმე წლის წინაც ჩამოინგრა.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია