შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სანდრა რულოვსმა შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2019

საქველმოქმედო ფონდ „სოკოს“ დამფუძნებელმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სახლი გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს ცენტრის კონცეფცია და მიზნები გააცნო. როგორც რულოსვმა აღნიშნა, ამ ეტაპზე აქ ოთხი ბავშვი იცხოვრებს მშობელთან ერთად.

„ეს არის ჩემი სახლი ზუგდიდში. აქ იქნებიან ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროგანვითარების ცენტრში. ტრანსპორტირება, კვება დღეში სამჯერ, დაბინავება ჩვენზეა. გვაქვს ბიბლიოეკა, დიდი ეზო, გვინდა, სათბური გავაკეთოთ, პატარა ცხოველები მოვიყვანოთ, რაც ამ ტიპის ბავშვებისთვის კარგია და მიმზიდველი. ეს იქნება მულტიფუნქციონური ცენტრი, სადაც ჩატარდება მშობელთა კრებები, ჩამოვიყვან სპეციალისტებს ჰოლანდიიდან, რომლებიც აქ დაეხმარონ ბავშვებს. მინდა, რომ 2020-ში იყოს აქ დღის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის ბავშვები, დაახლოებით, 10-12 მოზარდი, დღისით, 10-დან 4 საათამდე სპეციალისტებთან ერთად იქნებიან“, - აღნიშნა რულოსვმა.

სარეაბილიტაციო სახლში ამჟამად ოთხი ოთახია, სადაც ბავშვები საკუთარ მშობლებთან ერთად მოთავსდებიან. მათი თქმით, მსგავსი ცენტრის არსებობა განსაკუთრებით საჭიროა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და ზუგდიდში, ნეიროგანვითარების ცენტრში სამკურნალოდ სიარული პრობლემას წარმოადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია