კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელი მაგდა ღამბაშიძე საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულია

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მენეჯერის გია ქიტესაშვილი ამბობს, ტურნირი შვეიცარული სისტემით ჩატარდა.
"საკვალიფიკაციო ტურნირზე გურჯაანიდან მხოლოდ მაგდა ღამბაშიძე იღებდა მონაწილეობას. სხვადასხვა რაიონებიდან სულ 22 მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი. მაგდამ კარგად ითამაშა და ექვსი ქულა მოაგროვა. დაიკავა საპატიო პირველი ადგილი და მეხუთე თანრიგოსანი გახდა. მაგდა ჩვენს კლუბში სამი წელია რაც დადის და კარგი მოჭადრაკეა, ვფიქრობთ მომავალში უფრო მაღალი შედეგები გვექნება. ვფიქრობ მომავალში უფრო მეტს გააკეთებს და ჩაირიცხება კახეთის ნაკრებში. მანამდე თელავში გამართულ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. მარტში იმართება საქართველოს პირველობა ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მაგდაც იასპარეზებს."

მაგდა ღამბაშიძე შედეგით კმაყოფილია.
"სულ შვიდი ტურნირი ჩატარდა- პირველ დღეს სამი და მეორე დღეს ოთხი. მე შვიდიდან ექვსი ქულა ავიღე. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, მომავალში ჭადრაკს აუცილებლად გავყვები."

ტურნირის გამარჯვებული მედლით და დიპლომით დააჯილდოეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია