შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება" მემგონი ქვეყნიდან გაშვებას გვიპირებს" - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ოქტომბერი 2019

მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი და ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას აკრიტიკებს.

„ქართულ ოცნებას“ მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან, ან საეროდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100 პროცენტზეც შეიძლება ავიდნენ.

სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მოღვაწეობა და ასეთი საუბრები, ერთი წლის შემდეგ მათ არათუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს, არა მგონია რომ მათი გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყანაში მომავალი, ან ის ვის დაიჭერენ და ვის არა.

„ლელოც“ გამოდის რაღაც მსგავსი ინიციატივით, „რევანში არ გვინდაო.“

და ეს ქვეყანა რომ გაიძარცვა, ხალხი რომ მოტყუებულია ამდენი წლის განმავლობაში, მაშინ ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს?!

პირადად მე, წინააღმდეგი ვარ ყველაფრის პატიების, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც არის სამართლიანობა. ყოველ დღე ვაწყდები იმ უსამართლობას, რომელსაც სჩადიოდა სახელმწიფო მანქანა და ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ მანქანას.

2012 წელში ვამბობდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ უნდა აღდგეს სამართალი, ზოგადა, ქვეყნის წინასე უნდა აღდგეს სამართლიანობა" - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია