საქართველოში 2018 წელს 23 202-მა წყვილმა დააკანონა ურთიერთობა.
“2020NEWS“ გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენმა ადამიანმა იქორწინა, რა ასაკში და ქორწილისთვის რომელ თვეს არჩევენ/ საქსტატის მონაცემებით.
დაქორწინებულთა საშუალო ასაკი ქალებში 29 წელია, ხოლო მამაკაცებში -32.
უწყების ცნობით, წყვილები ქორწილისთვის ოქტომბრის თვეს ირჩევს, 2018 წლის მონაცემებით ოქტომბერში ურთიერთობა 2546-მა წყვილმა დააკანონა.
2018 წლის მონაცემებით, დაქორწინებულთა ასაკი და სქესი ასე გამოიყურება.
16-19 წლის ასაკში 326 მამაკაცმა გადაწყვიტა დაქორწინება, 2054 ქალმა, 4 559 მამაკაცმა,
20-24 წლის ასაკში გადაწყვიტა ექორწინა, ხოლო ამ საკაკში 6 739 ქალი დათანხმდა ოჯახის შექმნას.
მამაკაცები 25-29 წლის ასაკში ქორწინდებიან - 2018 წელს ამ ასაკში 6 796 მამაკაი დაქორწინდა, იგივე ასაკში ქალების რაოდენობა 5 875-ია.
30-34 წლის ასაკში 3 367 ქალბატონმა მიიღო დაქორწინების გადაწყვეტილება, ხოლო 4 395 მამაკაცმა.
ასაკის მატებასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემები იცვლება, 2857 მამაკაცმა გადაწყვიტა 35-39 წლის ასაკში ექორწინა, იგივე ასაკში 2 244 ქალი დაქორწინდა.
1769 მამაკაცმა დააკანონა ურთიერთობა 40-44 წლის ასაკში, ხოლო 1236 ქალმა.
45-49 წლის ასაკში 766 ქალი დაქორწინდა, ხოლო მამაკაცი - 1044,
405-მა ქალმა დააკანონა ურთიერთობა 50-54 წლის ასაკში, იგივე ასაკში 595 მამაკაცმა იქორწინა, 402-მა კაცმა მოიყვანა ცოლი 55-59 წლის ასაკში, ხოლო ქალბატონებში ეს რაოდენობა 277-ია.
რაც შეეხება 60 წელს და უფრო ზევით ასაკში 459-მა მამაკამცმა იქორწინა, ხოლო ამ ასაკში 239 ქალმა იქორწინა.
რაც შეეხება განქორწინებას, 2018 წელს 10 288 ოჯახი დაინგრა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად 30-34 წლის ასაკში ინგრევა ოჯახები.
ამ ასაკში 1 904-მა მამაკაცი განქორწინდა, ხოლო 2 108 ქალმა განქორწინება გადაწყვიტა.