კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეორგანიზაცია გურჯაანის მერიაში - თანამშრომლებს გაფრთხილება მისცეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, 13 თანამშრომელს უკვე ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი.

„რეორგანიზაციის მიზანია, მერიამ იმუშაოს ოპერატიულად და მორგებული იყოს მოსახლეობის ინტერესებზე. პროცესი ყველა პროცედურის დაცვით ტარდება. რეორგანიზაცია შეეხო: ფინანსებს, ადმინისტრაციას, აუდიტს და იურიდიულ სამსახურს. 13 თანამშრომლიდან ბოლო ეტაპი ყველას არ შეეხება.“

მისივე თქმით, ზოგიერთ თანამშრომელს ექნება ალტერნატიული შეთავაზება მობილობის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ მერიაში რეორგანიზაცია სექტემბერში დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია