შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვეტერანების დღე გურჯაანშიც აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერანს იმ თავდადებისთვის რაც საქართველოს ერთიანობისთვის გააკეთეს. მათ ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე გაწირეს. ამ ადამიენების გმირობა სამაგალითო იქნება მომავლი თაობებისთვის. მუნიციპალიტეტში 500-მდე მარტო ომის მონაწილეა და ეს პატარა საქმე არ არის. დაღუპილებიც საკმაოდ ბევრია.“- აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, გმირების ღვაწლი შეუფასებელია.
„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო გმირებს. მათ მოგვიტანეს მშვიდობა, რომელიც დღეს გვაქვს და აუცილებელია მისი შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი მოხსენიება და პატივისცემა. მადლობა მათ, ვინც გაიარეს ის ცუდი დღეები, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრჯერ ედგა სამწუხაროდ.“-გვითხრა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერი ვეტერანის დღედ 2014 წელს დაწესდა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია