შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კალაძის ლექსიკა ესაა დამარცხებული პოლიტიკოსის ენა "- ხაზარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ოქტომბერი 2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, თბილისის მერის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას.

„კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ" - აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს არანაირი ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს, რომ "ანაკლიის კონსორციუმის" პროექტი განვირთარდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია