შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ოცნების” რიტორიკაა, რომ “ყველა ნაციონალი ციხეში”- დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2019

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ლიდერების დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულების საკმარისი ტვირთი იყო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით და იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია არ განადგურებულიყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “აიპრესი” მაშინდელი კოალიციის წარმომადგენელს, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც მივმართეთ კითხვით, რომ იყო თუ არა ამაზე გუნდში საუბარი 2012 წელს, რასაც ზურაბიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მაშინ შეთანხმებულები იყვნენ იმაზე, რომ რევანშიზმი არ უნდა ყოფილიყო და ყველაფერი დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გაერკვია, თუმცა შემდეგ ამ გზას გადაუხვია “ქართულმა ოცნებამ”.

რაც შეეხება იმას, ხომ არ არის შერჩევითი სამართლის ნიშნები ის, რაზეც ლაშა ნაცვლიშვილი საუბრობს? ამაზე ზურაბიშვილი ამბობს:

„ეს შერჩევითი სამართლის ნიშნები კი არ არის, არამედ დღეს ქვეყანაში საერთოდ არანაირი სამართალი არ არის. დღეს მთელი პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის პირადი კანტორაა.

არ მგონია, რომ ბოკერიას და ბაქრაძის დაჭერაზე იყოს გაკეთებული განცხადება, დაჭერა გაუჭირდებათ. უფრო მგონია, რომ უფრო რიტორიკაა. ის, ვინც „ქართული ოცნების“ პიარს განაგებს და იდეოლოგიაზე ვისაც აქვს პრეტენზია, მათ აქვთ ასეთი არასწორი წარმოდგენა, რომ „ყველა ნაციონალი ციხეში“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია